აპრილი 25, 2018

ზუგდიდში ტრადიციული ალილო გაიმართა. მსვლელობა  ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეები მოგვების, ქურუმების და მწყემსების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი. შემოწირული ტკბილეული კი ურემზე შეგროვდა . მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მონაწილეობდნენ. შესრულდა საშობაო საგალობლები.

მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით მაცხოვრის შობის ღამესთან იყო მიმსგავსებული. ალილოს მსვლელობა დადიანების ეკლესიიდან ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა,ურმის  საშობაო საჩუქრებით შევსება ყველა მსურველს შეეძლო. მსვლელობა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც მეუფე გერასიმემ სასულიერი პირებთან ერთად ერთობლივი პარაკლისი გადაიხადა.

ალილოზე შემოწირული ტკბილეული სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *