იანვარი 19, 2018

ზუგდიდში სვანურ კოშკთან მდებარე ავტოსადგურში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა არსებობდეს მიკროავტობუსები, რომლებიც ზუგდიდიდან ენგურის ხიდის მიმართულებით იმოძრავებენ. მათივე თქმით, 21-ე საუკუნეში ოთხთვალა ურმების არსებობა სირცხვილია და მიკროავტობუსებით გადაადგილება უფრო კომფორტულია.

მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი მურმან მალაზონია შეხვდა. მისი თქმით, მარშუტი ამ მიმართულებით უკვე არსებობს და თუკი იქნა მოსახლეობის მოთხოვნა, რაოდენობაც გაიზრდება.

10 იანვარს ენგურის ხიდზე ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, რომლებსაც მოსახლეობა ხიდის დასაწყისიდან ბოლომდე გადაჰყავდათ. ურმების მფლობელების განცხადებით, მათ არ ეძლევათ მუშაობის საშუალება, რადგან ამ ტერიტორიაზე მოძრაობს სამი მიკროავტობუსი, რომელიც ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ერთ-ერთი ურმის მეპატრონე აქციაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დააკავეს, რომელიც სასამართლომ 300-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *