მაისი 25, 2018

ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შემოყვანისას ბავშვი თეთრ ნაჭერში იყო გახვეული. შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მეზობლებმა დამიძახეს და მითხეს, რომ ჭიშკართან, პოლიეთილენის პარკში ბავშვი იყო, გამოვედით და ვნახეთ. ბიჭია. ახალშობილი ტიტველი იყო და ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. შევახვიეთ ნაჭერში და პოლიციაში დავრეკეთ,”- ამბობს სახლის მეპატრონე, ზაურ ფიფია, რომლის სახლთანაც ახალშობილი დედამ მიატოვა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსმ მოკვლევა უკვე დაიწყო. გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *