მაისი 25, 2018

მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება სრულდება.

პროექტების მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამჯერად სამეგრელოს რეგიონში განაგრძობს. ზურაბ ალავიძე ზუგდიდს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან და ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან ერთად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპებს გაეცნო.

,,დონორების დახმარებით და საბიუჯეტო სახსრებით მილიონობით ლარს ვხარჯავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას უკვე ვასრულებთ. ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზასთან ერთად აქ გაკეთდება სანიაღვრეები და მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები’’.

პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. ის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და რაც ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *