მაისი 24, 2018

დადიანის ქუჩაზე დაჭრილ მოზარდს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოს დირექტორის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, მას შემოყვანის შემდეგ ჰემოტორაქსი განუვითარდა, რის გამოც ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.

მედიკოსები ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, დაზიანებული აქვს თუ არა პაციენტს შინაგანი ორგანოები.

ზუგდიდში არასრულწლოვანი, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაჭრეს. იგი ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *