მაისი 25, 2018

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მოტო მოყვარულთა შეჯიბრი და „დრიფტ შოუ“ გაიმართა. მოტო შეჯიბრში, საქართველოს მასშტაბით, პროფესიონალმა და მოყვარულმა მრბოლელებმა მიიღეს მონაწილება.

მოტო შეჯიბრში გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. გამარჯვებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლაშა გოგიამ და „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სპეციალური პრიზებით და მედლებით დააჯილდოვეს.

დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *