იანვარი 19, 2018

შს სამინისტროს ცნობით, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სისხლის სამართლის საქმე 276- ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაკითხვაზე იმყოფება. მძღოლი დაღუპული ბავშვის მეზობელია. რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მეზობლების ცნობით, ბიჭი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა. შემთხვევა დაღუპული ბავშვის და მძღოლის სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *