თებერვალი 21, 2018

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, დღეს ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ინიციატივითა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ველორბოლა გაიმართა.

ველორბოლა აღმაშენებლის ქუჩაზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბარამიას ქუჩის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გადაკვეთამდე, პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოყვარული ველოსიპედისტები მონაწილეობდნენ.

ველორბოლის გამარჯვებულები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ველორბოლას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *