თებერვალი 21, 2018

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებული მინი საფეხბურთო მოედნის დაშლის დაწყებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ის ამბობს, რომ საფეხბურთო სტადიონს არ შლიან.

„სიტყვიერი ნებართვა მივეცი, რომ გაეხსნათ მხოლოდ შესასვლელები. მოვაჭრეები იქ იმუშავენებენ დროებით, სანამ კერძო მესაკუთრე მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოაწყობს შესაბამის კონსტრუქციას“, – აცხადებს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები კვირაზე მეტია გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ. მათმა ნაწილმა ალტერნატიული ფართი უკვე დაიკავა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *