თებერვალი 21, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის სტაჟირების პროგრამის კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლები კონკურსანტებს გაესაუბრნენ და პროგრამის მონაწილეები შეარჩიეს.

NDI სტაჟიორებს 150 დოლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს. სტაჟირება სრულ განაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00 – 18:00 საათი). სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ საკრებულოში და გაიარონ NDI-ის მიერ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგები. გამოცდილებიდან გამომდინარე სტაჟიროები იმუშავებენ საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციებში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, NDI ახორციელებს პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *