მაისი 25, 2018

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და  სამეგრელოს მოსახლეობას სთავაზობს პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს  სკრინინგის ჩატარებას.

მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარონ.კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

სამეგრელოს მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *