პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ამომრჩევლებს, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ დავით გახარიასთან ერთად, ფაიფურის დასახლებაში, ჩიქოვანის ქუჩაზე შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

ლაშა გოგიამ არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მოსახლეობისგან მიიღო და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა