თებერვალი 21, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება. გარემოვაჭრეებს ფართებს სტადიონის ტერიტორიაზე სთავაზობენ, სადაც 6 თვის განმავლობაში ფართით უფასოდ ისარგებლებენ.

“მე მესმის ყველა თქვენგანის, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, მაგრამ ზუგდიდში
გარევაჭრობა არ იქნება. გთავაზობთ დროებით ფართებს სტადიონის ტერიტორიაზე, სადაც 6 თვის განმავლობაში უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა გექნებათ. სტადიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სრულ პასუხისმგებლობას კი ჩემს თავზე ვიღებ”-განაცვახა ლაშა გოგიამ გარემოვაჭრეებთან შეხვედრაზე.

სტადიონის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისთვის დახლები და მსუბუქი კონსტრუქციები მოეწყობა.
ლაშა გოგია გარემოვაჭრეებს რამდენჯერმე შეხვდა და ალტერნატიული ფართები შესთავაზა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *