თებერვალი 21, 2018

მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ზუგდიდის გაერთიანების შემდეგ, ახალი მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში დასაქმებულთა რაოდენობა 498 ადამიანით გაიზარდა არ შესაბამება სიმართლეს.

განვმარტავთ, რომ: 2017 წელს ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ა.ა.ი.პ-ებსა და შ.პ.ს-ებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 2 263 ადამიანს

(მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.ა.ი.პ და შ.პ.ს რაოდენობა ჯამში 1183 ადამიანი, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ და შ.პ.ს რაოდენობა 1080 ადამიანი).

გაერთიანების შემდგომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა.ა.ი.პ-ების და შ.პ.ს-ების რაოდენობა შეადგენს 2 222 ადამიანს (აქედან ა.ა.ი.პ არის 2132 და შ.პ.ს 90 ადამიანი)

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *