აპრილი 25, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან და სოციალური სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, 102 წლის ქალბატონ კატუშა ჭურღულიას, ომის ვეტერან შოთა თოდუას და მაქაცარიების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. მერმა მათ სასაჩუქრე კალათები გადასცა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ცნობისათვის, სასაჩუქრე კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცათ.

მერიისგან სააღდგომო საჩუქრები ჯამში დაახლოებით 550-მდე ოჯახს გადაეცა, რომელიც საკვებ პროდუქტებს მოიცავს და ერთი კალათის ღირებულება 62 ლარს შეადგენს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *