იანვარი 19, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მერია ლიკვიდირებულია. ლიკვიდაციის შემდეგ ახალი სტრუქტურული ერთეული-ზუგდიდის მერია იქმნება.

ზუგდიდის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის მერიაში ერთობლივად 260 ადამიანი იყო დასაქმებული. ლიკვიდაციის შემდეგ კი სავარაუდოდ 40-დან 60 ადამიანამდე დატოვებს საჯარო სამსახურს.

საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს ზუგდიდის მერია 3 თვის განმავლობაში კომპენსაციას გადაუხდის. ავტომატურად კი ისინი სარეზერვო სიებშიც ჩაიწერებიან. ვაკანსიების გაჩენის შემთხვევაში, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული პირები კვლავ დასაქმდებიან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს ზუგდიდში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ. ახალი მერი უფლება მოვალეობების შესრულებას მიმდინარე კვირიდან შეუდგა. ლასა გოგია ზუგდიდს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *