მაისი 25, 2018

ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების, ცაიშისა და ცაცხვის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. გამგებელმა და მაჟორიტარმა ადგილობრივებს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა გააცნეს, რომელიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი და ამჟამად ხორციელდება. საუბარი შეეხო ახალი გზის მშენებლობასა და სრულ გაზიფიცირებას, რომელიც აღნიშნულ სოფელში უკვე დაიწყო.

ლაშა გოგიამ და ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს და მოისმინეს მათი პრობლემები.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *