მაისი 25, 2018

ზუგდიდის ბულვარში სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს ასწლოვანი ხეები მოჭრეს.როგორც მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთიბის სამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ SMO TV-ს განუცხადა:

ბულვარის ტერიტორიაზე უკანონოდ არც ერთი ხე არ მოუჭრიათ, მიმდინარეობს დაავადებული ხეების გასუფთავება. ამასთან დაკავშირებით მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციაშიც არის მოცემული. შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც დენდროლოგები შედიან”,-აცხადებს მაგდალინა თოდუა.

სოციალურ ქსელში ხეების მოჭრის ამსახველი ფოტოები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, არჩილ თოდუამ დადო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები მოჭრილ ხეებზე ახსნა-განმარტებებს სოციალურ ქსელში ითხოვდნენ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *