მაისი 25, 2018

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია “რიბი-რაბო-“ს ანსამბლ “გინცი”-ს სოლისტმა თამარ ლილუაშვილმა, ამერიკაში, ლას-ვეგასის მე-16 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე,საესტრადო ვოკალში კონკურსის უმაღლესი ჯილდო გრანპრი მოიპოვა.

ლას-ვეგასის მე-16 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე საქართველოს, ინდოეთის, ამერიკის, ბულგარეთის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთისა და იუგოსლავიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თამარ ლილუაშვილი, ივნისში, ლოს-ანჯელესში გამართულ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მოპოვებულ გამარჯვებას თამარს და მომავალ ფესტივალებზე წარმატებებს უსურვებს.

სტუდია “რიბი-რაბო-“ს ანსამბლ “გინცი”-ს სტუდიის ხელმძღვანელი ნინო მამფორიაა, ხოლო პედაგოგები ნათია ზარანდია და ეკა კერესელიძე.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *