თებერვალი 21, 2018

გარემოვაჭრეებისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის შეხვედრას მერი ლაშა გოგიაც დაესწრო. მან, დეპუტატის თანდასწრებით გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები კიდევ ერთხელ შესთავაზა. გოგიას თქმით, რამდენიმე დღეში მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებული ტერიტორია მოეწყობა, ისე როგორც ამას გარემოვაჭრეები ითხოვენ. ამასთან, მისივე ცნობით, მესაკუთრეებთან ჰქონდათ მოლაპარაკებები და სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვსამდე გაიზარდა.

გარემოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებაზე ისევ უარს აცხადებენ  და ამბობენ, რომ აქციებს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გააგრძელებენ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *