მაისი 25, 2018

ძლიერი წვიმის გამო სოხუმსა და მის შემოგარენში სახლები და ქუჩები დაიტბორა. რამდენიმე პატარა მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა. გასული დღე – ღამის განმავლობაში „საგანგებო სამსახურის სამინისტროს“ ცხელ ხაზზე 35 შეტყობინება დაფიქსირდა.

უწყების ხელმძღანელის ლევ კვიცინიას განცხადებით, მაშველები წუხელ ღამის 12 საათამდე მუშაობდნენ, რათა დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარება გაეწიათ. განსაკუთრებით რთული სიტუაცია ჩანბას ქუჩაზე იყო, რომლის მცხოვრებლების ევაკუაცია ნავებით განხორციელდა.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *