მაისი 25, 2018

ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მგლები შემოესივნენ. ადგილობრივების მტკიცებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მგლებმა ოცამდე პირუტყვი დაგლიჯეს. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს.

ურთას მკვიდრები შიშობენ, რომ, შესაძლოა, მტაცებელი ცხოველი მათ საცხოვრებელ ეზოებშიც შევიდეს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ისინი დახმარებას და მგლების დახოცვისთვის შესაბამის ლიცენზიას ითხოვენ.

ფაქტს ადასტურებს ურთას გამგებელი ბადი ნინუაც.

“ლიცენზია მიღებულია. მონადირეები იკრიბებიან და მიღებულ ქინება ზომები, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა, – აცხადებს ბადრი ნინუა.

მსგავსი შემთხვევა სოფელ ურთაში მიმდინარე წლის სექტემბერსიც დაფიქსირდა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *