თებერვალი 21, 2018

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები.

საჯიჯაოს საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი.

2013 წლიდან დღემდე, ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი, რეაბილიტირდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *