მაისი 25, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა. დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

დარბაზის გახსნაზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გიორგი ჩხეიძე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის ირაკლი ჩხეიძე, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში გაიზარდნენ.

დარბაზში 40 -მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, მათ შორის 7 ძალოსანი საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *