მაისი 25, 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ხელმძღვანელი რამაზ კოხია ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც კოხია აცხადებს, გამოძიებას კითხვები ამავე სკოლის ყოფილი პედაგოგის საქმიანობის შესახებ ჰქონდა.

“კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ როდის დაიწყო სკოლაში მუშაობა. მე ვუთხარი ყველაფერი ის რაც ვიცოდი. ისიც, რომ სკოლიდან საკუტარი განცხადების საფუძველზე გავათავისუფლე. რაც შეეხება ინციდენტს ამის სესახებ არაფერი ვიცოდი. მეც მედიიდან გავიგე,”- აღნიშნა კოხიამ.

ჩხოროწყუში მასწავლებელს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა ა.კ.-მ, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 2002 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს – საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ელი ნაწილით” -წერია ძალოვანი უწყების განცხადებაში.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *