მაისი 25, 2018

რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ნუგზარ წურწუმიას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. როგორც დაკავებულის ნათესავები აცხადებენ წურწუმია ენგურის ხიდზე, ოკუპაციის ხაზთან იქ სადაც ე.წ. საგუშაგო მდებარეობს ნასვამ მდგომარეობაში მივიდა რა დროსაც ოკუპანტებმა დააკავეს. შემდეგ დაკავებული რუსი ე.წ.მესაზღვრის ტელეფონით ოჯახს დაუკავშირდება და დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.ოჯახის ინფორმაციით ინციდენტი 22 თებერვალს მოხდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა დაიწყეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდელი მალხაზ წურწუმიას საქმის გამოძიება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, 1979 წელს დაბადებული მალხაზ წურწუმია რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გალის რაიონში დააკავეს, „ენგურის“ გამშვებ პუნქტთან.

„ის ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ, ისე, რომ თან არ გააჩნდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის საგამოძიებო განყოფილების ჯგუფმა საქმე აღძრა „აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის“ მუხლით. ტარდება ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

22 თებერვალს დაკავებული მალხაზ წურწუმიას გათავისუფლება მოითხოვა თბილისის დელეგაციამ გალში 27 თებერვალს გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, აქვთ იმედი, რომ დაკავებული უახლოეს პერიოდში დატოვებს გალის იზოლატორს.

სუსის ინფორმაციით, დაკავებისას მალხაზ წურწუმია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *