მაისი 25, 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზუგდიდის მერთად და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გარემოვაჭრეებს შეხვდა. ლევან შონიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები კიდევ ერთელ შესთავაზა და კონკრეტული სავაჭრო ადგილების დათვალიერება სთხოვა.

“ჩვენ ვიცით თქვენი პრობლემები, ამიტომაც თითოეულ თქვენგანს გთავაზობთ ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს, როგორც ცენტრალურს სუპერმარკეტში ასევე მდინარე “ჩხოუში”-ს მარჯვენა სანაპიროზე, გექნებათ საშეღავათო პერიოდი და 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდით გადასახადებს, -” განუცხადა გარემოვაჭრეებს გუბერნატორმა.

გარემოვაჭრეები მიღებულ წინანდადებას არ დათანხმდენენ, ისინი მხოლოდ ერთს – გარევაჭრობის კვლავ დაშვებას ითხოვდნენ.

გარევაჭრობა ზუგდიდში 31 იანვრიდან აიკრძალა. მანამდე კი მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გარემოვაჭრეების გაფრთხილება რამდენჯერმე წერილობით მოახდინეს. გარემოვაჭრეებს რამდენჯერმე შეხვდა მუნიციპალიტეტის მერი და ალტერნატიული ფართები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შესთავაზა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *