იანვარი 19, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულიში, მდინარე ინწირაზე დაკიდული საავტომობილო ხიდის მშენელობა მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე საავტომობილო ხიდი წლების მანძილზე არ არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება შემოვლითი გზებით უხდებოდა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 33549 ლარს, სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე გულივერ მიქავა.

სამუშაოებზე დასაქმებულია 10-მდე ადგილობრივი მუშახელი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ და მერიის არქიტექტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *