მაისი 25, 2018

უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მეოთხედ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა გიორგი მაღლაფერიძემ შესთავაზა, რომელთანაც მერიამ ხელშეკრულება გუშინ გააფორმა.

375 ძაღლს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში გადაიყვანენ. აღნიშნული მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელსეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *