მაისი 25, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლაშა გოგია დაასახელა, ხოლო მარტვილის მერობის კანდიდატად, ალექსანდრე გრიგალავა. ხობში მერობისთვის გოჩა ქაჯაია იბრძოლებს, წალენჯიხაში კი ბესიკ ფარცვანია. ჩხოროწყუში მეორობის კანიდატი დავით გოგუაა, ხოლო აბაშაში ლევან მაკალათია. მერსტიაში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კაპოტონ ჟორჯოლიანი იქნება, სენაკში ლევან კუპრეიშვილი, ფოთში კი მერობის კანდიდატად პრემიერმა გოჩა კურდღელია წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. პრემიერმა ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატს ლაშა გოგიას იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *