მაისი 25, 2018

ქალაქ ფოთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, რამდენიმე დღის წინ ბენზინგასამართ სადგურ “ლუკოილში” მომხდარი ყაჩაღური ფაქტი გახსნეს. პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე ორი პოროვნება, გ.ა გა ნ.წ დააკავეს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

ჩადენილი დანაშაულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დანაშაულის ადგილიდან პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი პისტოლეტი, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში აღნიშნულ პორებს თან ჰქონდათ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *