თებერვალი 21, 2018

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილესთან ირაკლი თოფურიასთან ერთად, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი დაათვალიერა.

სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტის მიხედვით, იგეგმება ბულვარის მოწყობა, გზების რეაბილიტაცია,დასვენებისა და გართობის, აგრეთვე მცირე კომერციული ობიექტების გახსნა.

ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, პროექტი სამომავლო განვითარების პერსპექიტივით უნდა განხორციელდეს. ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა ინვესტიციების მოსაზიდად, რათა პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *