თებერვალი 21, 2018

ხობის რაიონში, ყულევის ტერიტორიაზე დაგეგმილი „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედება დღეს ფოთის საზოგადოებას გააცნეს. გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთაშორისო სერთიფიცირების ცენტრის შპს „ეკოსპექტრის“ მიერ იქნა მომზადებული. იგი ცენტრის დირექტორმა ირაკლი კაველაძემ წარმოადგინა.

პროექტის განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შპს „ფაზის ოილი“ ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ქარხანა დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტ ნედლეულს გადაამუშავებს, აშენდება აირების სამარაგო რეზერვუარი და 2 მგვ. სიმძლავრის თბოელექტროსადგური.

ქარხანა 350 მუშახელს დაასაქმებს. ინვესტიციის მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდეა. კომპანია ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის დასაქმებას გეგმავს

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *