მაისი 24, 2018

კომპანია “მეტრო პლუსმა” მგზავრ ქალბატონებს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო.  კომპანიის ხელმძღვანელობის ორგანიზებით, “მეტრო პლუსის” ავტობუსებით დედაქალაქისკენ მიმავალ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე ორიგინალურად ავტობუსის გამცილებლებმა მიულოცეს.

“მეტრო პლუსის” სერვისით კმაყოფილი მგზავრები აღნიშნულ აქციას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ერთგვარი ჟესტია სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის პატივისცემის აღსანიშნავად.

კომპანიის მენეჯერის, ხათუნა ქობალიას განცხადებით, “მეტრო პლუსი” არის კომპანია, რომელმაც რეგიონში დაიმკვიდღა სახელი და მოიპოვა მომხბარებელთა ნდობა. მისივე განმარტრბით, კომპანიის წარმომადგენლობა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში სხვა სიახელეების დანერგვასაც გეგმავს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *