იანვარი 19, 2018

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის, ლეშამგეს უბანში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ეზოს კეთილმოწყობის ჩათვლით, აქტიურად მიმდინარეობს . სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე ,,იმედი ხარჩილავა.“ სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანადაფინანსებით. ღირებულება შეადგენს 84 ათას 625 ლარს. ლეშამგეს უბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია 2018 წლის მარტის ბოლოს დასრულდება.

საბავშვო ბაღი გათვლილია 40-50 აღსაზრდელზე. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ , მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ და მერიის არქიტექტურის , ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *