მაისი 25, 2018

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ცაცხვში ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

ლაშა გოგიამ ცაცხველებს სოფლის კეთილმოწყობის მასშტაბური გეგმა გააცნო. როგორც კანდიდატმა აღნიშნა: ,,ცაცხვი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კარიბჭეა და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლების კეთილმოწყობის 4 წლიანი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით პირველი სოფელი არის ცაცხვი, რომლის კეთილმოწყობასაც ვგეგმავთ.

პროექტი ცაცხვის ცენტრისა და არსებული პარკის კეთილმოწყობას გულისხმობს. რეაბილიტირდება არსებული კლუბი და სპორტული დარბაზი, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, რეკრეაციული ზონა და სპორტული მოედანი. გეგმაშია ღია ამფითეატრისა და ღია მუზეუმის მოწყობა, სადაც ცაიშის (ცაცხვის) სამაროვანში აღმოჩენილი უძველესი კოლხური ქანდაკებების ასლები განთავსდება.

შეხვედრის დასასრულს ლაშა გოგიამ მოსახლეობის კითვებს უპასუხა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *