მაისი 25, 2018

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და განცხადებების მიღება 1 თებერვლიდან დაიწყება.

უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისია, მიმდინარე წელს პირველ სხდომაზე შეიკრიბა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

როგორც კომისიის სხდომაზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ, ” მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, აგრეთვე გრძელდება ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტიც. ყველა შემოსული განცხადება კი დეტალურად იქნება შესწავლილი.“

აღნიშნული პროგრამისთის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *