მაისი 25, 2018

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოქსაკის ვირუსით დაავადებულ ორ პაციენტს უმკურნალეს. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, ნატო ჯანაშიას განცხადებით, ორივე პაციენტს სახლში მკურნალობის კურსი დაენიშნა, რაც გამოწვეული იყო პაციენტებში ვირუსული დაავადების იოლ ფორმებში გამოვლინებით.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო რეგიონში პირველია, რომელიც  მსგავსი მომართვიანობით პაციენტებს დროულ და პროფესიონალურ მკურნალობას უწევს. საავადმყოფოს ბაზაზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია და შესაბამისი გარემო პირობები, რომელიც ერთობლიობაში ქმნის თანამედროვე სტანდარტებს.

კოქსაკის ვირუსზე, სიმტომებზე და გამოვლინებებზე გვესაუბრება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტი, ნატო ჯანაშია.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *