მაისი 25, 2018

დანგრეული სახურავი, გაბზარული კედლები და დაზიანებული ჭერი -ასე გამოიყურება მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშაში, რომელიც 1987 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც დიდოსტატმა ბავშვობა გაატარა და მწერლისეული ნივთები, ექსპონირებული ხელნაწერთა ფოტო-ასლები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო-სურათები და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ენაზე გამოცემული ნაწარმოებები ინახება.

ადგილობრივების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას რათა მუზეუმის გადახურვა და არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს თუმცა უშედეგოდ.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მუზეუმში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა აბაშის მერის ლევან მაკალათიას განცხადებით, მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად ახალ კონცეფციაზე მუშაობის დასრულებას ელოდება.

ლევან მაკალათია აღნიშნავს, რომ სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *