იანვარი 19, 2018

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმედ, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა. ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *