აპრილი 25, 2018

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ქარმა დადიანის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფოსტის შენობის სახურავი დააზიანა, ასევე დაზიანდა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდიც.

ორ ბაღსა და ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, რადგან მათ წყალი არ მიეწოდებათ. ხობის მერის გოჩა ქაჯაიას თქმით, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *