იანვარი 19, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მარტოხელა, ხანდაზმულ მოქალაქეებზე სპეციალური მობილური ჯგუფი იზრუნებს. ჯგუფში ექიმები, სტილისტები და ტექნიკური მუშაკები შედიან, რომლებიც ხანდაზმულ ბენეფიციარებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, ჰიგიენურ ნორმებზე იზრუნებენ და საცხოვრებელ გარემოს მოუწესრიგებენ. მობილური ჯგუფი რომელიც სპეციალური ავტომობილით და საჭირო ინვენარებით გადაადგილდება მოხალისეებისგან შედგება.

„ხანდაზმულებზე მზრუნველი“ დღეს პირველად სოფელ ხეცერაში მცხოვრებ 78 წლის ქალბატონს ესტუმრნენ, მოხალისეები ამჟამად საჯარო მოხელეები იყვნენ. პროექტს ზუგდიდის გამგეობა, არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს. 2018 წლიდან კი მის განხორციელებას დამოუკიდებლად გეგმავს.

მალხაზ ბასილაია

ყველა რეპორტაჟის ნახვა

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *