მაისი 25, 2018

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.  სამუშაოების მიმდინარეობის  პროცესი, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან, და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად დაათავლიერა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. „დარწმუნებული ვარ ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი რამდენჯერმე გავზარდოთ. ღრმაწლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტია, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე“.

პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი.  პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *