მაისი 25, 2018

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი მერთან შეხვედრაზე იმყოფება. ლაშა გოგია 10-მდე გარემოვაჭრეს შეხვდა. ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ითხოვდნენ.

მანამდე მერს ერთი გარემოვაჭრე შეხვდა. მისი თქმით, გოგიამ მას ალტერნატიული ფართი შესთავაზა.

გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან აქციებს დილიდან მართავდნენ. მათ შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *