მაისი 25, 2018

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მომუშავე მოვაჭრეები დღეს ბაზრის წინ  შეიკრიბნენ. მათ გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ გარემოვაჭრეები სამუშაოდ ბაზარში არსებულ ფართებზე უნდა შევიდნენ. მათი მტკიცებით, მყიდველი შიდა ტერიტორიაზე სწორედ იმიტომ არ შედის, რომ სასურველ საქონელს ბაზრის მიმდებარედ ყიდულობს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ დათმოს და არ დააბრუნოს გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიებზე. აქ არის ადგილები, შემოვიდნენ და იმუშაონ“, – ამბობენ ისინი.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ მათ ბაზრის შიგნით მომუშავეები შეგნებულად დაუპირისპირეს და დათმობას არ აპირებენ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *