მაისი 25, 2018

„ევროპული საქართველომ“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, მერობის კანდიდატი ლელა ქებურია წარადგინა. მასთან ერთად კანდიდატთან ერთად პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ სიის პირვეული ხუთეული და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს.

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება. 1.ბათლომე შელია 2.ირაკლი ღურწკაია 3.თინათინ თოდუა 4.ალექსი ლიპარტია 5.ალექსანდე ღვინჯილია.

„ზუგდიდის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობების ქალაქი. მე ასეთი შეშინებული და სასოწარკვეთილი ეს ქალაქი აქამდე არასოდეს მინახავს. ზუგდიდი არის უიმედოდ და ეს არის მთავარი გამოწვევა. ჩვენ ვართ გამოცდილი და კომპეტენტური გუნდი, რათა ცვლილებები განვახორციელოთ“, – აღნიშნა ქებურიამ.

„ევროპული საქართველოს” ეს გუნდი არის სწორედ ის გუნდი, რომელსაც არსებული ხელისუფლების შეცვლა შეუძლია“, – თქვა სიის პირველმა ნომერმა ბათლომე შელიამ.

ცერემონიაზე ლიდერებმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს და ზუგდიდში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. დავით ბაქრაძის თქმით, მათთვის ადგილობრივების პრობლემების შესახებ ცნობილია და მათ მოსაგვარებლად პარტია ყველაფერს გააკეთებს.

თვითმმართველობის რეფორმაზე გაამხავილა ყურადღება გიგი უგულავამ და განმარტა, რომ სოფელსა და ქალაქს განსხვავებული სპეციფიკის პრობლემები აქვთ. მისივე თქმით, ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა სიამაყისა და პრაგმატულობის საკითხია.

„ზუგდიდი არის ჩემთვის სამშობლოს სინონიმი. ის ჩემთვის ყველაფერია. ამ ქალაქს დღეს სჭირდება ქალი მერი“, – განაცხადა უგულავამ.

შეხვედრას დადიანების სასახლის ეზოში რამდენიმე ასეული მხარდამჭერი დაესწრო.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *