თებერვალი 21, 2018

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდში მეორე საჯარო სკოლიდან აქცია-მსვლელობა დაიწყეს. აქციაზე იმყოფებოდნენ, როგორც ზუგდიდის, ასევე ფოთის, ხობისა და სენაკის წარმომადგენლები. ასევე, აქცია-მსვლელობაზე იმყოფებოდნენ პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ლელა ქებურია და პარტიის პირველი ნომერი ბათლომე შელია.

აქციის მონაწილეებს ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: “არა პრემიებს”, “უარი ფაროსანა მთავრობას”. სპეციალურად ამ აქციისთვის ჩამოვიდნენ და მსვლელობას შეუერთდნენ გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *