მაისი 25, 2018

9 ნოემბერს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ევროპიდან მოწვეულმა ქართველმა ექიმმა ბესო კვიცარიძემ, ევექსის ნევროლოგების და ანგიოქირურგების გუნდთან ერთად  კონფერენცია გამართა თემაზე: – ინსულტის პრევენციის პროგრამა სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში.

კონფერენციაზე განიხილეს ახალი სამედიცინო სერვისი, რომელიც უახლოეს პერიოდში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაინერგება და საძილე არტერიების კვლევას და საძილე არტერიებზე მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს.

ევროპაში მოღვაწე ქართველი ქირურგი ბესო კვიცარიძე სათავეში ჩაუდგება ევექსის ქსელის მასშტაბით ანგიოქირურგიის განვითარებას და სისხლძარღვებზე ღია და ენდოვასკულარული მიდგომით ოპერაციებს ჩაატარებს.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *