იანვარი 19, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას თანდასწრებით მხარდამჭერებსა და მის მეუღლეს გელა ჯიქიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” სიის პირველი ნომერი ბათლომე შელია ავრცელებს.

“აქციაზე წამომსვლელ ხალხს მმართველმა პარტიამ ვითომ ძველი ბიჭები დაახვედრა მაჟორიტარობის კანდიდატ ვინმე ყორშიასთან ერთად. აქციაზე წამსვლელ ხალხს აშინებდნენ და მძღოლებს მანქანის დამტვრევით ემუქრებოდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მერობის კანდიდატის მეუღლესა და ჩვენს მხარდამჭერებს,”-განაცხადა შელიამ.

1 კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • გენაცვალეთ ერგეტელებო გამახარეთ,დღევანდელი დღით.რატომ უნდა მიაყენოს ვიღაცა ,,გელა ჯიქიამ” სიტყვიერი შევრაცხობა ხალხს.
    ნაციონალები აწყობენ პროვოკაციას .
    ზვიადი შენ არ აყვე ამ პროვოკაციას. ყველამ იცის შენ რა განათლებული და ზრდილობიანი ხარ.
    მე მეამაყება რომ ერგეტიდან ვარ.
    ღმერთი იყო თქვენი მფარველი ერგეტელებო.