აპრილი 25, 2018

“ამერიკული კუთხის” ქართველი კოორდინატორები, რომლებიც ამერიკაში მიიწვიეს, კოლორადოს შტატში ქართულად ამღერდნენ. საქართველოდან ჩასულმა ექვსმა ქართველმა პედაგოგმა ქართული სიმღერა “ჩემი საქართველო აქ არის” ხმისჩამწერ სტუდია “Colorado springs”  შეასრულა. პედაგოგებს შორის არის ზუგდიდელი სოფიო კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდში “ამერიკულ კუთხეს” ხელმძღვანელობს.

ქართველი კოორდინატორების გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში უზრუნველყო ამავე ქვეყნის საელჩომ საქართველოში, რომელიც დაფინანსებული იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *